
ზოდიაქოს მიხედვით ძალიან ბევრ რამეს განიხილავენ, მათ შორის სიყვარულის ახსნასაც მე მორიელი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი შეყვარებულისთვის ასე თქმას
რავიცი, შეიძლება ზოგზე გაამართლოს, ზოგზე არა
ვერძი – “მიყვარხარ, ვიცი, რომ შენც. ამდენ ლაპარაკს ჯობია მაკოცო!”
კურო – “სანამ წვიმას გადაიღებს უნდა მოვასწრო თქმა.. მიყვარხარ!!”
ტყუპები – “ძალიან მიყვარხარ!.. განა მართლა..”
კირჩხიბი – “ცოლად გამომყვები?.. უშენოდ მოვკვდები!..”
ლომი – “წარმოიდგინე როგორ გაგიმართლა მე რომ შემიყვარდი.”
ქალწული – “მეზიზღება სიყვარულის ახსნა.. შენით ვერ უნდა მიხვდე ამას?”
სასწორი – “მიყვარხარ.. არ მიყვარხარ.. მიყვარხარ.. არ მიყვარხარ.. ჰა ეხლა, გადამაწყვეტინე მიყვარხარ, თუ არა..”
მორიელი – “ჩემი ხარ!.. აბა გაბედე და სხვისკენ თვალი გააპარე, დეზდემონასავით მიგახრჩობ!”
მშვილდოსანი – “შენ მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალი ხარ!
თხის რქა – “მინდა იცოდე, რომ მომწონხარ და თუ შენც, მაშინ შეგვიძლია ერთად ვიყოთ..”
მერწყური – “რა ბანალურია სიყვარულის ახსნები, მოდი, ევროპულად ვიცხოვროთ..”
თევზები – “მე ხომ ბედი არ მაქვს, აი შემიყვარდი, მაგრამ ვიცი, რომ შენ მიმატოვებ..”
